ლოკომოტივის მემანქანე
LOCOMOTIVE MACHINIST
პოზიციის შესახებ
-
მემანქანე ვალდებულია დაიცვას რკინიგზისა და ტერმინალის მენეჯერის მიერ მოწოდებული განრიგი და მარშრუტები, რათა უზრუნველყოს მატარებლების დროულად ჩამოსვლა და გამგზავრება და მათი გადაადგილება შესაბამისი მარშრუტებით.
მემანქანეებს უნდა შეეძლოთ თავიანთი განრიგის ან მარშრუტის კორექტირება გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევებში.
ლოკომოტივების უსაფრთხოდ და ეფექტურად მართვა;
უსაფრთხოების პროცედურების და რეგლამენტების დაცვა;
მემანქანე პასუხისმგებელია მოქმედი ლოკომოტივისა და აღჭურვილობის რეგულარულ ინსპექტირებაზე, რათა უზრუნველყოს მათი ჯეროვანი საექსპლუატაციო ვარგისიანობა და უსაფრთხოება. ლოკომოტივების ტექნიკური მომსახურება და საჭიროებისამებრ შეკეთება;
-
სავალდებულოა დიზელ-ლოკომოტივის მართვის მოწმობა
რკინიგზის მარეგულირებელი დოკუმენტაციის ცოდნა, ЧМЕ-3 სერიის დიზელის ლოკომოტივების დიზაინი
ლოკომოტივების სტრუქტურის ცოდნა
-
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 5 წელი.
ქართული ენის ცოდნა (სალაპარაკო, წერითი)
უმაღლესი ან საშუალო პროფესიული განათლება
დისციპლინა და პასუხისმგებლობა
-
· სამუშაო ანაზღაურება - 1550 ლარი
· სამედიცინო და უბედური შემთხვევის დაზღვევა
-
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე mariam.kiladze@tbilisidryport.com არაუგვიანეს 2024 წლის 15 ივლისისა.
გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.