Tbilisi Dry Port-ის ახალი ციფრული პლატფორმა თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სისტემაა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ გაამარტივოს პროცესები, შეამციროს დროის დანახარჯი და მოგცეთ სრული კონტროლი თქვენს გადაზიდვებზე ერთიან სივრცეში.
ჩვენი პლატფორმა (www.Tdplogistics.ge) გაძლევთ შესაძლებლობას, ყოველდღიური ოპერაციები მართოთ უფრო ორგანიზებულად და მოქნილად:
გაიარეთ ერთჯერადი მარტივი რეგისტრაცია და შეუკვეთეთ კონტეინერების ფოთიდან / ბათუმიდან ან პირიქით რკინიგზით ტრანსპორტირება, მათ შორის თბილისში კარამდე მიტანის სერვისი.
ყველა საჭირო ფორმალობას და პროცესს ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს.