“თბილისი დრაი პორტი” გთავაზობთ ახალი ან მეორადი მსუბუქი ავტომობილების კონტეინერებით / სატვირთო მანქანებით / ვაგონებით მიღების და დამუშავების სრულ სერვისს უკვე დედაქალაქში, რომელიც მაქსიმალურად არის მორგებული მომხმარებლის საჭიროებებსა და კომფორტზე. ჩვენი მიზანია, ვუზრუნველყოთ თითოეული ავტომობილის მიღების პროცესი მარტივად, სწრაფად და ყოველგვარი გართულებების გარეშე.
კონტეინერებიდან მანქანების დაცლის სიმძლავრე – თვეში 400 კონტეინერამდე
ყველა საზღვაო ხაზის მომსახურება
პარკინგის სივრცე – 500 ავტომობილზე
მომსახურების და უსაფრთხოების საერთაშორისო მაღალი სტანდარტი
სრული საბაჟო მომსახურება (ტრანზიტული ნომრის და „გაპირსვის“ ჩათვლით)
ახალი ტექნიკა და ყველა თანამედროვე აღჭურვილობა
კეთილმოწყობილი მომსახურების სივრცე საბანკო ფილიალებით და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურით
უპირატესობები ფორვარდერული კომპანიებისთვის და თავად მანქანების მიმღებთათვის:
ნაკლები ხარჯები თბილისის შემთხვევაში (თითოეული მანქანისთვის ევაკუატორის ნაცვლად მთლიანი კონტეინერის ტრანსპორტირება და დაცლა თბილისში, მგზავრობის და საწვავის ნაკლები ხარჯი, ნაკლები რისკი მანქანების დაზიანებაზე და ნივთების დაკარგვაზე)
თბილისის ტერმინალის სიახლოვე რუსთავთან, ასევე სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვართან
საოფისე და ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზირება – ნაკლები რესურსი საჭირო ფოთში ან ბათუმში
აირჩიეთ სანდოობა, კომფორტი და ხარისხი — თბილისი დრაი პორტთან ერთად.