2021 წელს დაარსებული თბილისი დრაი პორტი არის ერთობლივი საწარმო Abu Dhabi Ports Group-ს, Wilhelmsen Port Services Georgia-სა და Inveco LLC-ს შორის.
კომპანია AD Ports Group დაარსდა 2006 წელს გაერთიანებული საემიროების ემირის დადგენილებით. მისი მფლობელია ADQ, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგური კომპანიაა და მოიცავს აბუ-დაბის ეკონომიკის ძირითად სექტორებს. AD Ports მართავს ტერმინალებსა და პორტებს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის შვილობილ კომპანიებს, და ასევე უზრუნველყოფს საზღვაო მომსახურებას.
AD Ports Group წარმოადგენს ინტეგრირებულ ბიზნესს ხუთ ძირითადი მიმართულებით: ციფრული სერვისები, თავისუფალი ზონები, ლოგისტიკა, საზღვაო გადაზიდვები, პორტები. AD Ports Group აკავშირებს გლობალურ საზღვაო მარშრუტებსა და საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორებს, უზრუნველყოფს ვაჭრობისა და ლოგისტიკის უწყვეტ განვითარებას.
Wilhelmsen Port Services არის ლიდერი საპორტო ოპერაციების სფეროში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელმაც დღემდე განახორციელა ერთ მილიონზე მეტი საპორტო ოპერაცია 2,100 ნავსადგურში. Port Services წარმოადგენს Wilhelmsen-ის საზღვაო მიმართულების ნაწილს და მოიცავს ფართო სპექტრის საზღვაო ლოგისტიკას. ამ სფეროში ფართო გამოცდილებაზე დაყრდნობით, Port Services ქმნის ინოვაციურ გადაწყვეტილებებს პორტების ეკოსისტემაში.
Inveco LLC-ის დამფუძნებელი, ბატონი ჯემალ ინაიშვილი არის ქართველი მეწარმე, რომელსაც აქვს ფართო გამოცდილება ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში კომპანიების დაარსებასა და მართვაში. მისი კარიერის განმავლობაში, მან შექმნა გამორჩეული ბიზნესპორტფელი საქართველოში, სადაც მისი გრძელვადიანი პარტნიორები ევროპის წამყვანი ლოგისტიკური კომპანიები არიან. ბატონი ინაიშვილი მთავარი მონაწილე იყო ისეთი წარმატებული კომპანიების შექმნაში, როგორიცაა Medlog Georgia, Wilhelmsen Ships Service Georgia და MSC Georgia.